წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე სასულიერო პირებმა პეტრე ცაავაზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელიმა განუცხადა.
„მეუფე პეტრეზე განსაკუთრებულად არ იყო საუბარი, გარკვეული აზრები გვქონდა ერთმანეთში. რაც სინოდზე მოხდა, ამას პუნქტებად ჩამოყალიბებულს გააკეთებს მისი უწმინდესობისგან და სინოდისგან განკუთვნილი პიროვნება, ერთ-ერთი მღვდელმთავარი“,- განაცხადა მეუფემ.
კითხვაზე, რა კომისია შეიქმნება პეტრე ცაავასთან დაკავშირებით და რა საკითხებს შეისწავლის ის, მეუფე მიქაელმა ასეთი პასუხი გასცა: „მაგ კომისიის თაობაზე შემდეგ ყველაფერს გეტყვით“,- აცხადებს მეუფე მიქაელი.











