ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ „თბილისი პრაიდის” წევრები საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავას „ღირსების მარშს” ჩაატარებენ, ამას შეიძლება არეულობა მოჰყვეს, რაც მათი პასუხისმგებლობაა.
“ძალადობა ხომ არ უნდა იყოს? არ უნდათ ადამიანებს ამის ჩატარება და ძალით თუ ჩაატარებს, მოჰყვება რაღაც არეულობა. [არეულობა] არ არის გამართლებული, ამიტომ არ უნდა ჩატარდეს. მათზე არის პასუხისმგებლობა, ვინც ამას ამბობს”. – ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში.











