მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ პაციენტები არა მხოლოდ კოვიდსაავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ.
როგორც ნათია მეზვრიშვილის ამბობს, ამის შესაძლებლობას მათ კანონი აძლევთ.
„ამასთან დაკავშირებით ალბათ, ჯანდაცვის სამინისტრო დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა, მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩავთვალოთ, შესაბამისად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან, დღეს გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა გადაუსწრო ინფიცირებულებს.
დღეს კოროანვირუსი 2197-მა ადამიანმა დაამარცხა. ასევე გარდაიცვალა 15 პაციენტი.











