“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას, რომ უბარიერო საარჩევნო სისტემის დარეგისტრირების შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით დროებით პარლამენტში შევა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
მდინარაძე სამნიძის განცხაებას ბავშვურს უწოდებს.
“მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია. მაშინ, როცა უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლაც ძალიან ბევრი საკითხია და ისინი, ერთადერთი, შედარებით, ამ საბოტაჟისგან რასაც აღწევენ, არის ის, რომ მთელი ყურადღება გადააქვთ სხვა საკითხებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.











