მიანმარის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვლამდე გაუხანგრძლივეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ცნობისთვის, მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი და ასობით კანონმდებელი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.










