პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას ეხმაურება.
როგორც კახა კუჭავა ამბობს, კარგი იქნება თუ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს.
„მიხარია, რომ ისინი შემოდიან პარლამენტში. ვისურვებ რომ მათ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს, რადგან იქ არის ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელზეც აუცილებელია ყველა პარტიის ჩართულობა. ამიტომ ჩემი სურვილი იქნება, რომ მათ მოაწერონ ხელი, შეუერთდნენ ვალდებულებებს, რომლებიც პარტიებმა ავიღეთ და შემდეგ უკვე ერთად გავაგრძელოთ მუშაობა იმ საკითხებზე, რაც წარმოდგენილია დოკუმენტში“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება, რომლებიც პარლამენტში მათ შესვლას აპროტესტებენ.











