ბატონი ირაკლი ძალიან დიდი გულშემატკივარია განათლებისა და მეცნიერების სფეროსი და სწორედ მისი ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საგარეჯოს მერობის კანდიდატის, ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში, საგარეჯოში მოხდა 4 სკოლის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„ძვირფასო საგარეჯოელებო, უსაყვარლესო კახელებო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთდ ყოფნა, ამ ისტორიულ ადგილზე, ულამაზეს , უმშვენიერეს და ძლიერ კახეთში, რომლის ჭეშმარიტად საამაყო შვილია უაღრესად ნიჭიერი, განათლებული, ჭეშმარიტი პატრიოტი კაცი, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ბატონი ირაკლი ძალიან დიდი გულშემატკივარია განათლებისა და მეცნიერების სფეროსი და სწორედ მისი ძალისხმევით, განათლება და მეცნიერება ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია. ბოლო წლებში, საგარეჯოში მოხდა 4 სკოლის სრული რეაბილიტაცია და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს ტენდენცია და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.










