საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში – აქბარ ყასემ ალიაბადის შეხვდა. უმასპინძლა და დანიშვნა მიულოცა. ამბის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული სამინისტრო ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის დროს, რომელსაც ასევე საელჩოს წარმომადგენელიც – ატაშე მოჰამად რეზა შალბაფიც ესწრებოდა, განათლების მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
“მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. ელჩმა, თავის მხრივ, ამ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა” – ნათქვამია განცხადებაში.
წყაროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.











