fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

11:28 იანვარი 14, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
801
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს:

„დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა – ქართული თეატრის დღე! საგულისხმოა, რომ საქართველოში ამ დღის აღნიშვნას უკვე 171 წლიანი ტრადიცია აქვს და 1850 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც პირველი სკოლის შენობაში, გიორგი ერისთავის კომედიის „გაყრა“ პრემიერა შედგა.

მთელი გულით ვულოცავ ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს! ვუსურვებ შემოქმედებით წინსვლასა და წარმატებებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე შორეულ წარსულში იღებს. უფლისციხეში შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას.

ისტორიის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში თეატრალურ-სანახაობით კულტურას არ შეუწყვეტია განვითარება. მართლაც საამაყოა, რომ საქართველოში თეატრის ისტორია საუკუნეებს ითვლის, მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.

1881 წელს, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ივანე მაჩაბელმა, ვასო აბაშიძემ, დიმიტრი ყიფიანმა და სხვებმა დააარსეს საქართველოს თეატრალური საზოგადოება, რომლის პირველ თავმჯდომარედ თავად ილია აირჩიეს. მოგეხსენებათ, რომ თეატრის როლი უდიდესია თანამედროვე და პროგრესული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ეროვნული ცნობიერების ამაღლებაში.

დღეს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრება სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. 2020 წელი ქართული თეატრისთვის რთული აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა, ერთობლივი ძალისხმევით, შევძელით ქვეყანაში კულტურული ცხოვრების შენარჩუნება. ქართული თეატრი ინოვაციურად მიუდგა სპექტაკლების მაყურებლამდე მიტანას და ისინი ვირტუალურ და ღია სივრცეებში გადაიტანა. ამ პერიოდში დაიდგა 50-მდე ახალი სპექტაკლი, ჩატარდა ყველა ტრადიციული ფესტივალი. უფრო მეტიც, სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა ახალი „ციფრული თეატრის ფესტივალი“, სადაც უმნიშვნელოვანესი იყო ახალგაზრდა შემოქმედთა ჩართულობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი ყოველთვის იდგება ქართული თეატრის გვერდით და მხარს დაუჭერს თეატრალური ცხოვრების განვითარებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ მეტ პრემიერას, ფესტივალებს, ბევრ მაყურებელსა და გულწრფელ აპლოდისმენტებს“, – ნათქვამია ჩხენკელის მილოცვაში.

თეგები: მიხეილ ჩხენკელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

დეკემბერი 1, 2021
771
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი – ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად

სექტემბერი 25, 2021
766
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში

სექტემბერი 25, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია