საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 29 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.
მისი განმარტებით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის გამაფრთხილებელი იქნება.
„29 ოქტომბერს თბილისში არის ძალიან დიდი აქცია. თბილისის ეს აქცია არის გამაფრთხილებელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ არ გაბედოს ის, რასაც აპირებს. ამიტომ გთხოვთ თბილისელებს, გამოვიდეთ და გავაფრთხილოთ ეს ადამიანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.











