„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქართული მართის ლიდეს სანდრო ბრეგაძეს და მიხეილ სააკაშვილს თავის განცხადებებზე მკაცრი პასუხი გაეცემათ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ქვეყანა სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი არ არის.
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი და სანდრო ბრეგაძე ერთად იბრძვიან ხმების დაცვისთვის, ეს მიანიშნებს ყველაფერზე. საიდან მომდინარეობს ასეთი სცენარები, ამაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ. სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყანა არ არის. აქ დგას ხელისუფლება და სანდრო ბრეგაძეებს, მიხეილ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ“, – განაცხადა კობახიძემ.











