„მიხეილ სააკაშვილი ძალიან სერიოზულ ფორმაშია“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს. როგორც სანიკიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სააკაშვილი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ადეკვატურად აღიქვამს.
„ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აბსოლუტურად სწორად და ადეკვატურად აღიქვამს. ლაპარაკი, რომ მას გეოგრაფია ხელს უშლის რეალობის აღქმაში, არასწორია. მან ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართვლოში პოზიტიურად აგრესიული საარჩევნო კომპანია უნდა ჩატარდეს. თავდაცვის დრო აღარ არის, ახლა არის პოლიტიკური თავდასხმის დრო.
გასაგებია, რომ არ ვარგა დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ უნდა ითქვას, რა ვარგა. მარტო ივანიშვილის კრიტიკით აჩვენებს ვერავინ მოიგებს. სააკაშვილმა ახსენა სოფლის მეურნეობა, რომელიც პრიორიტეტული უნდა გახდეს, რადგან საქართველო უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჰაბი… თუნდაც, მან ახსენა კულინარიის თემა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა გააკეთა აქცენტები, რომ ინოვაციების ცენტრი უნდა გახდეს საქართველო.
საქართველოს აქვს სეროზული შანსები ისევ მედროშე გახდეს კავკასისი რეგიონში რეფორმების, დემოკრატიისკენ სვლის მხრივ. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზულ ფორმაშია მიხეილ სააკაშვილი, რაც არის კარგი“,- განაცხადა სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში საქართველოში არსებულ პოლიტიკიურ ვითარებაზე ისაუბრა. ამასთან, განაცხადა, რომ „ქართველემა კულინარია უნდა გავავითაროთ“.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











