“მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ყველა მონაცემი ნორმაშია და ის არც რეანიმაციულ ჩარევას საჭიროებს”, – ამის შესახებ გორის ჰოსპიტალის მკურნალმა ექიმმა ნინო გოგორიშვილმა განაცხადა.
„მკურნალობ მიდის სრული სპექტრით, გამოკვლევები ტარდება თითქმის ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით და ყველა მონაცემი არის ნორმის ფარგლებში. რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ მაგიდაზე – გაფართოებულ კვებაზე“, – განაცხადა გოგორიშვილმა.











