საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის პოსტი გააზიარა და აღნიშნა: „მთლიანად ვეთანხმები. უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.













