“მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის”, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.
“არ ვიცი, რამდენად ღირს ამის სერიოზული კომენტირება. ერთს ვიტყვი, მობეზრებული სერიალის ერთ- ერთი ახალი სერიასავით არის ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას, არ იმსახურებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკვშირებით განცხადებას დღეს, 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.










