„დარწმულებული რომ ვიყო დღეს სააკაშვილი ცოტათი მაინც სჭირდება ან წაადგება ჩვენს ქვეყანას, გარწმუნებთ, ნებისმიერ პიროვნულ ბარიერს გადავლახავდი“,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, მიხეილ სააკაშვილსი ქვეყნის გახლეჩვას გამოიწვევს.
„ოპოზიციურ მაგიდასთან მისვლით, მე მზაობა გამოვხატე მებრძოლა საერთო მიზნისთვის იმ ადამიანებთან ეთად, ვისგანაც ბევრი დაუმსახურებელი ტკივილი მივიღე.
მე არ ვთვლი, რომ დღეს სააკაშვილი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო, პირიქით, ის გამოიწვევს ქვეყნის გახლეჩვას, მუდმივ კონფრონტაციას და მეტს არაფერს“, – განმარტავს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, 2012 წელს მან მხარი დაუჭირა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიანად წასულიყო, რადგან იმდროს „ქართული ოცნების“ უპირატესობა ნათლად ჩანდა.
„როდესაც 2012 წელს მთავარი მიზანი სააკაშვილის და მის გუნდის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გასტუმრება იყო და ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია იდგა, რათქმაუნდა გარკვეული უპირატესობით და მეორე მხარეს მე და ჩემი პარტია, მაშინ შეიქმნა ხმების გაყოფისა და ფრაგმენტაციის საშიშროება, რაც უდაოდ „ნაციონალური მძრაობის” წისქვილზე დაასხამდა წყალს.
მე, როგორც პარტიის ლიდერი გამოვედი და განვაცხადე, რომ იმდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის სააკაშვილის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით გასტუმრება, რომ გვერდით უნდა გაგვეწია და დავხმარებოდით ივანიშვილს, ვისაც ყველაზე დიდი რესურსი ჰქონდა ამის გაკეთების. მაშინ მოვუწოედე ჩვენს შტაბებს დახმარებოდნენ „ქართულ ოცნებას”. ეს გავაკეთე მე ნინო ბურჯანაძემ, მაგრამ სააკაშვილი ამას არასდროს არ გააკეთებს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











