დღეს, საბერძნეთში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. ათენში სააკაშვილის ჩასვლას ხმაური მოჰყვა. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, მასთან დაპირისპირებას ქართველი კანონიერი ქურდი შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ ის საბერძნეთის პოლიციის მიერ ინფორმირებული იყო.
„მე თქვენთან სიყვარულმა მომიყვანა, ამის გამბედაობა და შეუპოვრობა სწორედ თქვენმა სიყვარულმა მომცა. ჩვენი ადგილი საქართველოშია.” – განაცხადა შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა.
Posted by Marita Gabunia on კვირა, 11 ოქტომბერი, 2020











