პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ვადამდელი და განმეორებითი არჩევნები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესში არ შედის.
„არც ვადამდელი და არც განმეორებითი არჩევნები სააკაშვილის ინტერესში არ შედის, აქედან გამომდინარე ცდილობს, რომ რაც შეიძლება დიდი სტრესი შექმნას ყოველდღიური ცხოვრების ველზე და როგორღაც თავი დააღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.










