fbpx
14/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს

13:13 დეკემბერი 2, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
814
ნახვა

საქალაქო სასამართლოში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.

დაპირისპირება ადვოკატების შუამდგომლობას მოჰყვა, რომლებიც საქმის ორი პროკურორის, გიორგი მუჯირისა და და არჩილ ტყეშელაშვილის აცილებას მოითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები პროკურორებს მიკერძოებულობასა და საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურორებისთვის საქმე პოლიტიზირებულია და აღიქმება პოლიტიკურ დევნად. მათი თქმით, პროკურორი აღქმის სიმძაფრისთვის აპელირებს კონკრეტულ თარიღებზე.

“ხარჯების 90 % არის კვება, სასტუმრო, სამედიცინო ხარჯები. მთელი ამ საქმის ანი და ბანი ეგაა. ჩვენ არცერთ ხარჯზე არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, მზად ვართ ვისაუბროთ.

თქვენ აქ ხართ რომ დაკითხოთ ბრალდებული, რა დროსაც ეკითხებით 26 მაისზე სირცხვილია! რამდენად გიღირთ ის პრემია რასაც ელოდებით ამ სამარცხვინოობისგან? “- მიმართა ბექა ბასილაიამ პროკურორს.

“ბინძურო მატყუარა” – ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი რეპლიკა სასამართლოზე რომელიც მან პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის მისამართით გამოიყენა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესზე მხარეებს სიმშვიდისა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის მითითება პროცესზე წესრიგის დასაცავად, არის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი.

“მოგმართავთ ორივე მხარეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეეცადოთ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს. იყავით მაქსიმალურად კორექტულები, დაიცავით პროცესზე ქცევის წესები და პატივი ეცით ერთმანეთს. იცით თქვენ, რომ პოლემიკას, განცხადების გაკეთებასა თუ რეპლიკას აქვს თავისი დადგენილი წესი და ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს პროცესზე წესრიგის დარღვევას. ისიც იცით, რომ წესრიგის დაცვის მიზნით, მოსამართლის მითითებები არის სავალდებულო, სხვა შემთხვევაში და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მე შემიძლია, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოვიყენო და ნუ გამხდით იძულებულს, რომ ეს ზომები გამოვიყენო.

ხედავთ, რომ სასამართლო მაქსიმალურად მობილიზებული და მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, თუმცა, ამაში ხელი უნდა შემიწყოთ მხარეებმაც. გასაგებია, რომ სასამართლო პროცესი არის კონსტრუქტების მართვის პროცესი, მაგრამ ეს უნდა იყოს იმგვარად, რომ არ იყოს ზღვარი დარღვეული, გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და იძულებული გავხდე რაღაც საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მონდომებული და მოწოდებული არ ვარ,“- განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია