მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასხმების გაკეთებაზე უარი განაცხადა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო, ის არის სუსტად. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის.
მას დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, მასში არსებული უდიდესი რწმენა გამარჯვების, სიმტკიცე აძლევს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში მათ შორის ფიზიკურ ძალას“, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.











