ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დასკვნა ძალიან პოზიტიურია.
„ბევრი საკითხი, რომელიც ნახსენებია ეუთო/ოდირის დასკვნაში, პოზიტიურად არის გადაწყვეტილი უკვე წარდგენილ კანონპროექტში. ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა გვქონდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნას გამოაქვეყნეს.










