ნიკა მელია პოლიტპატიმარი რომ ყოფილიყო, ევროპული ფონდი გირაოს არ გადაუხდიდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის ხელშეკრულებაში გამოყენებულია ფორმულირება, რომ ნიკა მელია არაა პოლიტიკური პატიმარი.
„შარლ მიშელის ხელშეკრულებაში გამოყენებულია ფორმულირება, რომ ნიკა მელია არაა პოლიტიკური პატიმარი. იქ ნათქვამია, რომ მელია არის პოლიტიკურ პატიმრად აღქმული და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პატიმრობა. ეს პირიქით იმის დასტურია, რომ არ არის პოლიტიკური პატიმრობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.











