დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ შესაბამის დაწესებულებას.
„სამწუხაროდ, ვხედავ რომ მიმართვიანობა გამოკვლევებზე ეცემა. ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები ექნება აუცილებლად მიმართონ. იმიტომ, რომ ქვეყნას თავისუფლად შეუძლია 20-22 ათასი ტესტის გაკეთება დღეში. სამწუხაროდ, 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ. ახლა კი, ნაკლებად,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 881 ადამიანს დაუდასტურდა, 1 515 გამოჯანმრთელდა, 37 კოვიდინფიცირებული კი, გარდაიცვალა.











