რომის პაპის, ფრანცისკე I-ის განცხადებით, მსოფლიოში ამჟამად მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს.
„მიმოიხედეთ გარშემო და დაინახავთ სამყაროს, სადაც ყველგან ომია… ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვცხოვრობთ”, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, ომს ყველა ვერ ამჩნევს, რადგან ის ფრაგმენტულად და „ნაწილ-ნაწილ” მიმდინარეობს. ამასთან, როგორც ფრანცისკე I-მა აღნიშნა, ადამიანური ცოდვების გამო, ჩვენ ყოველთვის მტრობისკენ და ომისკენ მივიწევთ. რომის პაპის განცხადებით, ადამიანებს მათი მთავარი მოწოდება – ჰარმონიის, ძმობის, მეგობრობისაკენ სწრაფვა ავიწყდებათ.











