საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება ნაჩქარევად არ შეუწყვიტოს, ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხდა.
“მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, საზოგადოებისადმი მიმართვაში.











