საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნებას ეხმაურება.
პრეზიდენტი უნგრულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო უნგრეთს ქაბულიდან ექვსი ქართველის ევაკუაციაში დახმარებისთვის. სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველები სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. სპეცრეისი უნგრეთიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდა.











