უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ახალგაზრდებს მიმართავს და ამბობს, რომ „ტვ პირველმა“ აუდიოჩანაწერი იმისთვის გაავრცელა, რომ ახალგაზრდები გარეთ გამოვიდნენ.
როგორც ვოლსკი „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას ამბობს, ამ ფაქტზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს.
„ნაცებს“ არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან. გეგონება გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე, გეგონება სხვა ამოცანები, რომელიც მის წინაშე დგას, არ არის შესასრულებელი და ნაკლებად მნიშვნელოვანია…
მე მინდა მივმართო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მივმართო, ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ,“ – ამბობს გია ვოლსკი.
ცნობსითვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.











