fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მინდა მოვუწოდო ჩვენს პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან – შალვა ნათელაშვილი

16:06 ნოემბერი 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და თქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები, –  ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

„გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში. ოლიგარქია, თანაც რუსული, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ცნობილი დეკლარაცია ადამიანის ტყავშია ჩაცმული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა მოიცილა მონობის ტყავი სამუდამოდ, ჩვენ ჩვენი თავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ ტყავში უნდა ჩავსვათ, რომ არასოდეს მოხდეს ამ მარაზმის დაბრუნება.

საქართველო ძალიან დიდია, ამაღლებულია, ძალიან გაბრწყინებულია და ღმერთისგან დალოცვილია. ამიტომ არ შეიძლება, მას მართავდნენ ივანიშვილები, თალაკვაძეები, კობახიძეები, მდინარაძეები, რომლებიც როცა ქვეყანას დააქცევენ, დებატებზე კი არ მოდიან ჩვენთან, უშიშროებაში დარბიან საჩივრებით, რომ დაიჭირეთ პოლიტიკური მოწინაღმდეგეებიო. ძალიან მალე ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს. დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და თქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები.

1989 წლის 9 აპრილს, აქ ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადავრჩით. პოლიცია გადაეფარა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ვერ ავიტანთ მეტ შიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას, ქვეყნის დაცლას, მომავლის გაურკვევლობას, თავლაფის დასხმას, შეურაცხყოფას, ძალადობას და ამ ყველაფერზე დღეს იწყება განაჩენის დაწერა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თეგები: აქციაშალვა ნათელაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ 21 დეკემბერს აქციას გამართავს

დეკემბერი 13, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

„ნაცმოძრაობამ“ სტრატეგია შეცვალა? – რატომ აღარ იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები

დეკემბერი 3, 2021
891
საზოგადოება

სუს-თან აქცია „სუს-ტემა“ უნდა დაინგრეს იმართება

ნოემბერი 30, 2021
839

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია