24 ოქტომბერს, ვანო მერაბიშვილი მშობლიურ სოფელ უდეში, არალში, ასპინძასა და ხიზაბავრაში იმყოფებოდა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა და არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„არ არსებობს ისეთი კაცი, ვისაც აირჩევთ და ექნება ისეთი გავლენა, როგორიც მე მაქვს. მე ასეთი ბუნება მაქვს, შემიძლია ვაკეთო ან არ ვაკეთო რამე. ამიტომ თხოვნა მაქვს, მოვიგოთ ეს არჩევნები, თუნდაც ერთი ხმით. მინდა ვალი მქონდეს თქვენი“, – განაცხადა არალში შეხვედრისას მერაბიშვილმა.
მერაბიშვილს მშობლიურ სოფელ უდეში დაახლოებით 100, ხოლო მეზობელ სოფელში არალში, დაახლოებით 70 მხარდამჭერი შეხვდა.
შეხვედრას შორიდან ადევნებდნენ თვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
წყარო – სამხრეთის კარიბჭე











