მინისტრთა კაბინეტმა გაზიფიცირების გეგმის მეორე ეტაპი დაამტკიცა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხდა.
მისივე თქმით, საქართველოში გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს
„კიდევ დამატებით 211 პუნქტი იქნება გაზიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული 2024 წლით დასრულებული, 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი დამატებით იქნება გაზიფიცირებული. როგორც მოგახსენებთ, 90%-ს დიდად გადააჭარბებს გაზიფიკაციის დონე საქართველოში,“- განაცხადა ნათია თურნავამ.











