მიშა თვითონ ვერ ჩამოდის და დედა მოიყვანა – ამის შესახებ „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩემი მეუღლის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უამრავ ადამიანს ვხდები, მათშორის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს. ხალხს ეცინება და ვერაფერს ამბობს. ვეკითხები, კაცის სიტყვას ფასი ხომ უნდა ჰქონდეს – მეთქი?! მპასუხობენ კის.
როცა სააკაშვილის სიტყვის ფასზე ვუსვამ კითხვას, იწურებიან და ვერაფერს მპასუხობენ. ნახევარზე მეტი მეთანხმება, რომ ხალხის გადაგდება და ასე მოქცევა არ შეიძლება. ზუსტად ამიტომ არის სააკაშვილი უვარგისი და გადამგდები.
მხდალია, ეშინია და იმიტომ არ ჩამოდის. უნდა, რომ ისე მიირთვას ამ პროცესის შედეგი, თვითონ მონაწილეობა არ მიიღოს. ჯერ ცოლი აშრომა და ახლა დედა. ისეთი მომენტია, მიშა თვითონ ვერ ჩამოდის და დედა მოიყვანა. ამაზე სასაცილო რა უნდა უყოს?!“ – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
"წავიდა და დედას დაუძახა თვითონ, რომ ვერ ჩამოდის" – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა, გიული ალასანიას კანდიდატურასთან დაკავშირებით "თავისუფალ სივრცეში"
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020











