“ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, ამის შესახებ მმართველი პარტიის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
“ქართული ოცნება” პირნათლად ასრულებდა და ასრულბს შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ეს არის ღია და გამჭვირვალე პროცესი. მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა გაჩერდეს”, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა, სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება და კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.










