მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მსჯავრდებული პრეზიდენტისთვის სრული იზოლაცია უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობაზე, ამიტომ ნიკოლოზ ყიფშიძე მომხრეა, ექსპრეზიდენტთან დღეში 2-3 დეპუტატი შეუშვან.
ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, რეაბილიტაციის პროცესი კი, ჯერჯერობით, კარგად მიმდინარეობს.
“ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა. რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად, მაგრამ კიდევ არის უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში, ან ცოტა ხანში.
სრული იზოლაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მისთვის არ არის კარგი. ადამიანები ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც ყოფნა, ლაპარაკი უნდა, არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, სამმა დეპუტატმა დღეში ნახოს,” – განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ.











