“გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა, არავის არ მოვუწოდებ ძალადობისკენ, თუნდაც იმიტომ რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლა რომ ვიყო და კაცი რომ ვიყო ვცემდი, პირდაპირ გეუბნებით”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
“ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, რომელიც არაფერშუაშია იმ უბედურებასთან რაც დააბრალეს, კიდეც რომ ნდომოდა მიწების გაყიდვა, ამის უფლებამოსილება არ ქონდა და რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ვიღაცამ ივერი მელაშვილი, ავადმყოფი კაცი გულით, 4 თვე რომ ციხეში იჯდა, სპეციალურად მიიყვანა მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვირაცისგან, აღარ მეგონა თუ ასეთ საზიზღრობებს ვნახავდი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.











