მიწის რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები მომსახურებას უფასოდ მიიღებენ.
„მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყაროს, ქარელის, გორის, საგარეჯოს და გარდაბნის 28 ადმინისიტრაციულ ერთეულს.
111 ათასი მიწა ფაქტობრივად მოწესრიგდება. ამისთვის დაფინანსება უკვე არსებობს. იუსტიციის სამინსიტროს შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს საკითხს, ეს იქნება სრულად შექმნილი საკადასტრო მონაცემები უფასოდ, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში“,- განაცხადა გახარიამ.











