საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უკრაინაში თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა შეაფასა. მინისტრმა ამის შესახებ ღამის კურიერში ისაუბრა და თქვა, რომ ისინი პარტნიორის ინტერესებს პატივს სცემენ.
ზალკალიანის თქმითვე, მათ სააკაშვილის განცხადებაზე რეაქცია ექნებათ ისე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა არ გაფუჭდეს.
„თუ კი ჩვენ ვცემთ პატივს და სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს ვითვალისწინებთ, მიუხედავად ამ დიდი, მე ვიტყოდი, შეურაცხყოფისა… აი, სააკაშვილის მნიშვნელოვან პოსტზე თუნდაც განხილვას. მე ეს აღვიქვი ჩვენს უპატივცემულობად და ამის მოუხედავად, მაინც თავშეკავებულები ვართ და ყველანაირად ვცდილობთ, მოზომილი კომენტარები [გავაკეთოთ… მე თუ ვცემ ამ სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს და რაღაცნაირად გამოვიდე… სტრატეგიული პარტნიორობის არსი ხო იმაშია, რომ ეს ორმხრივი პროცესია”, – განაცხადა ზალკალიანმა.
11 ივნისს ზალკალიანმა უკრაინის ელჩი დაიბარა. მინისტრის თქმით, მათ აქვთ კითხვები, თუ რატომ ერევა „უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი” მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიდა საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში.
მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის საარჩევნო პროცესში წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.











