„მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, დავემშვიდობო საბოლოოდ ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას“- ამის შესახებ განცხადება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
„მივიღე ძალიან მძიმე პირად ჭრილში გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო საბოლოოდ ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი და შემოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ამ ჩემი გადაწტვტილების ძირითადი მიზეზად მოგვევილნა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
„ერი“ – ეს არის სახელწოდება პარტიის, რომელსაც ვასაძე აფუძნებს.
მისი პარტიის ლოზუნგი იქნება – „ერთობა, რაობა, იმედი“.











