„ლელო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და ხვალ საპარლამენტო სიის ჩახსნას აპირებს. ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენმა პარტიამ მიიღო ისე გადაწვეტილება, რომელსაც ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ვახმოვანედბით, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია. მივამრთოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად.
ხვალ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის ხელისმოწერის ცერემონია და შეთანხმება, რომელსაც ჩვენ დრევანდელი გადაწვეტილებით შევუერთდებით და იურიდიულად მას ჩვენი იურიდიული სასმახურები გააფორმებენ შესაბამისად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.











