„მივიღოთ ვაქცინა გაზაფხულზე (აპრილში) არის იგივე ნათქვამი, რომ ჩვენ გავხსნით საელჩოს მთვარეზე“,- ამის შესახებ სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
გიორგი ფხაკაძის თქმით, ვაქცინის გადამოწმებას დრო სჭირდება, მთავარია იგი უსაფრთხო იყოს.
„ვაქცინასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან ბევრ ვაქცინაზე მუშაობენ. ჯერჯერობით ზუსტად დამტკიცებული ეფექტური ვაქცინა არ არის. თუ ჩვენ შეგვხვდა 2021 წლის ბოლოს, რაღაც კარგი სიახლე გვექნება.
მივიღოთ ვაქცინა გაზაფხულზე (აპრილში) არის იგივე ნათქვამი, რომ ჩვენ გავხსნით საელჩოს მთვარეზე. აპრილში რომ ჩამოვიდეს ვაქცინა საქართველოში, ეს ელემენტარულად შეუძლებელია. ჯერ არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული. ყველა ელოდება, ხალხმა გადაიხადა ამაში ფული, მაგრამ ეს ვაქცინები არის დროებითი. მთავარი არის იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.










