სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ტვ პირველის ოპერატორის, ალექანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი… ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას”, – წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მას ძალადობრივი ჯგუფები პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სასტიკად გაუსწორდნენ. მას ოპერაცია დასჭირდა, დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და თვალი.










