ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ვანო ბანცაძეს სამართალდამცველის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა რომელიც უკვე დაკავებულია. უცნობია, დაკავებულია, თუ არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ზესტაფონში გვიან ღამით მოხდა.








