fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მმართველი პარტიის დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტი არადემოკრატიული და არალეგიტიმურია – „დემოკრატიული ინდექსის“ განცხადება

20:07 დეკემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

„დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ კანონპროექტს აფასებს, რომელიც  პარტიების დაფინანსებისა და პარტიის რეგისტრაციის წესებში ცვლილებების შეტანას ეხება. მისი შეფასებით,  საპარლამენტო მსჯელობა ისე, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არადემოკრატიული და არალეგიტიმურია.

ასევე, მისი განმარტებით, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები  პარტიების დაფინანსების მთავარ პრინციპსა და მიზანს ეწინააღმდეგება.

ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარე წერილობით განცხადებას ავრცელებს.

„ინიციატივა ასევე შეეხება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას, რაც ქართული საკანონმდებლო მოწესრიგებიდან გამომდინარე უტოლდება პარტიის აკრძალვას. რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტს შეეზღუდება შესაძლებლობა განახორციელოს მთავარი მიზანი, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

კონსტიტუციის მიხედვით პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის დადგენილია მაღალი სტანდარტი, რომლის დასაკმაყოფილებლად ვერ იქნება საკმარისი ამ პარტიის ლიდერისთვის ამა თუ იმ ცენზის დაწესება. იმისათვის, რომ არ შეექმნას საფრთხე ქვეყანაში პარტიულ პლურალიზმს, საჭიროა დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ითვალისწინებდეს ისეთივე მაღალ სტანდარტს, როგორიც ეს კონსტიტუციითაა დადგენილი.

ყველა ზემოხსენებული ცვლილება ტოვებს განცდას, რომ მმართველი პარტიის მიერ სხვა პარტიების წინააღმდეგ ერთპარტიულად დაინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გამოყენებულია როგორც დასჯის მექანიზმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების მიმართ. აქვე უნდა ითქვას, რომ ბოიკოტი პოლიტიკური პროტესტის ფორმაა და პარტიებზე ზეგავლენის მოსახდენად საკანონმდებლო ცვლილებებით მანიპულაცია ვერ იქნება დემოკრატიის მთავარ პრინციპებთან შესაბამისობაში“. – აღნიშნულია ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიმეათე მოწვევის პარლამენტიოპოზიციის ბოიკოტი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კომიტეტის სხდომას როცა ესწრები და პლენარულს არა, ცოტა უცნაური ბოიკოტია – იაგო ხვიჩია

ნოემბერი 22, 2021
770
მთავარი ამბავი

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

ივლისი 12, 2021
804
მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს 25 ივნისს წარუდგენს

ივნისი 16, 2021
793

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია