„მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე”,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
„მივესალმები იმ ქმედებებს, რაც რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განხორციელდა. ასევე მოხარული ვარ ინფორმაციით, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.











