დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იგი მზად არის ვაქცინაცია საზოგადოების თვალწინ ჩაიტაროს.
„პრაიმტაიმნიუსის“ კითხვაზე, აიცრება თუ არა კორონავირუსის ვაქცინით, ამირან გამყრელიძე პასუხობს:
„მე სიამოვნებით პირველი ვიცრები ხოლმე, როცა გრიპის აცრის კამპანიას ვიწყებთ. მე არ დამიმალავს, რომ ვიყავი ინფიცირებული. 29 დეკემბერს დამიდასტრუდა, ჩვენი გეგმის მიხედვით, ის ადამიანები, ვინც იყვნენ ინფიცირებულები, იცრებიან 120 დღის შემდეგ. როგორც კი გავა 120 დღე, მობრძანდით და თქვენს თვალწინ ავიცრები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობსითვის, ქვეყანაში დღეს კორონავირუსი საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა.
ვის და რა შემთხვევაში ეტყვიან უარს კოვიდვაქცინით აცრაზე საქართველოში











