როგორც ჩანს, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ შტამი, ხოლო მუტაციების მაღალი რაოდენობა ნიშნავს, რომ ყველა ვაქცინა ნაკლებად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, – ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან ბანსელმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ის ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტა“ ვარიანტი. შესაძლებელია, რომ ყველა ვაქცინის ეფექტურობა შემცირდეს“, – ამბობს ბანსელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამეცნიერო საზოგადოებას, სულ მცირე, ორი კვირა დასჭირდება, რათა უკეთ გაერკვეს ვაქცინის ეფექტურობის საკითხში და 2-დან 6 კვირამდე პერიოდი, რათა დაადგინოს, არის თუ არა „ომიკრონი“ შტამი „დელტა“ ვარიანტზე უფრო გადამდები.











