მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ნიკა ნარსია გაათავისუფლეს.
ნიკა ნარსია აღდგომა დისა და მამის საფლავზე მისვას ცდილობდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს.
როგორც ნიკა ნარსია ამბობს, მას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2-დან 4 მაისის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვების გამო საფლავებზე მისვლა აკრძალულია. წესების დამრღვევი პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.








