ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც COVID ინფექცია უკვე გადაიტანა და სთხოვს, რომ მივიდნენ და ჩააბარონ პლაზმა, რომელსაც შემდეგ ინფიცირებულებს გადაუსხამენ.
„დღეისთვის ინოვაციურ მიდგომად რჩება, გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გადასხმა COVID ინფიცირებულებისთვის. პლაზმის გადასხმა საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ავადმყოფების გარკვეული რაოდენობა გადავარჩინოთ.
ჩვენ ეს პლაზმა ექვსჯერ გამოვიყენეთ მძიმე ავადმყოფების შემთხვევაში და ყველა მათგანი გადარჩა. ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ დონორები არ გვყავს. მინდა მივმართო ყველა იმ მოქალაქეს, ვინც COVID ინფექცია გადაიტანა, მოგვმართონ და ჩააბარონ პლაზმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.











