სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, მოკლე შარვლების ჩაცმის გარდა, ჩვენთვის სიახლე არც ოპოზიციას შემოუთავაზებია, – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიმართ ოპოზიციის კრიტიკას.
“დეპუტატები, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ზოგი იქნება სიაში, ზოგი – არა. ვწონით, მათი რესურსით ემსახურონ ქვეყანას და ხალხს. ეს რესურსი ყველას აქვს, მაგრამ ყველა სიაში ვერ მოხვდება. სიაზე მუშაობა მიმდინარეობს და ეს აგვისტოშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.











