ოპოზიციონერი გიგი უგულავას განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მხოლოდ პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე შეიძლება, შედგეს.
„მოლაპარაკება შეიძლება იყოს მხოლოდ ორ ძირითად საკითხზე, რომელიც ერთი მედლის ორი მხარეა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, იგულისხმება გიორგი რურუა და ნიკა მელია და მედლის მეორე მხარეს არის რიგგარეშე არჩევნები, როგორც არა ჩვენი ახირება, არამედ როგორც პოლიტიკური კრიზისის ერთადერთი ლეგიტიმური განმუხტვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.










