დღეიდან, 13 მარტიდან, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.
15 მარტიდან კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები განაახლებენ.
15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები, საქმიანობას კი, მაყურებლების დასწრებით, 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ კომენდანტის საათი ძალაში რჩება.











